Thursday, 13 May 2010

მწერები

მწერები

1. პროექტის სახელი: მწერები
2. პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მწერების შესახებ. დადგინდეს რომელი მწერია ადამიანისათვის სასარგებლო. სურათების გადაღება. აქვს თუ არა რომელიმე მწერს მედიცინასთან საერთო.
3. პროექტის სრული აღწერა: დაადგინონ რომელი მწერია სასარგებლო, სასიამოვნო სანახავი, იყენებენ თუ არა რომელიმეს მედიცინაში ან კოსმეტოლოგიაში. გაარკვიონ რომელ მწერს ეძახიან აბრეშუმის ჭიას და რატომ ჰქვია ეს სახელი, რა კავშირშია ქსოვილებთან, ძაფთან. რომელია ის მწერი, რომლის მეშვეობითაც კულინარიამ გაითქვა სახელი. რა კავშირშია თაფლი რელიგიასთან, კერძოდ სანთელი, მოიპოვონ ინფორმაცია ძველ ეგვიპტეზე, სადაც ჭარბი რაოდენობით იყენებდნენ თაფლს, რისთვის იყენებდნენ მას, ასევე მოიპოვონ ინფორმაცია ებრაელების საკვებზე, რომელსაც ერქვა `მანა~, გაარკვიონ ფუტკრის (თაფლის) კავშირი ბიბლიასთან.
4. მოსწავლეთა ასაკი: 9 წელი
5. ვადა-ხანგრძლივობა: ზაფხულის არდადეგები 3 თვე 2010 წელი (ივნისი-აგვისტო).
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სურათების გადაღება, ჰერბარიუმის შექმნა, მათი ჩარჩოში მოთავსება, ნამუშევრების პრეზენტაცია, მოთხრობებისა და ლექსების წაკითხვა მწერებზე.
7. მოსალოდნელი შედეგები: ეუფლებიან ინტერნეტში სურათების განთავსებას, უფროსების რჩევა-დარიგების გათვალისწინებას, უღრმავდებათ ცოდნა ბუნებაში, ხელოვნებაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
8. სარგებელი სხვებისთვის: ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, ადვილია იპოვოს ინფორმაცია სასარგებლო და მავნე მწერებზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგია, კულინარია, ბიბლია, ბუნება, ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ფასილიტატორი: თეა ჩარკვიანი 157-ე სკოლის პედაგოგი.
12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: t.charkviani157@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:

Sunday, 2 May 2010

თეა ჩარკვიანი

საგანმანათლებლო პროექტი